სმენის დაცვა

EN 352-2

სმენის დამცავები: ყურსაცობები

ერთჯერადი და მრავალჯერადი ყურსაცობების მოთხოვნები, მათ შორის შნურიანი და საზამბარე ვარიანტების.

EN 352-2 ვრცელდება ყურსაცობებზე — ერთჯერად ქაფის, მრავალჯერად სილიკონის, შნურიან და საზამბარე (banded) ვარიანტებზე. ყურსაცობის მთავარი უპირატესობაა კომფორტი ცხელ გარემოში, თავსებადობა ჩაფხუტთან და სათვალესთან, და მაღალი ჩახშობა დაბალ სიხშირეებზე.

სწორად ჩადგმა გადამწყვეტია

ყურსაცობის რეალური ჩახშობა უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩადგმაზე, ვიდრე თავად ნაწარმზე. ქაფის საცობი უნდა დაგრიხოთ თხელ ღეროდ, ყური მეორე ხელით ზემოთ და უკან გასწიოთ, სწრაფად ჩადგათ და თითით შეაკავოთ, სანამ გაიბერება. არასწორად ჩადგმულმა საცობმა შეიძლება დეკლარირებული 33 დბ-დან რეალურად 10 დბ მოგცეთ.

არჩევანი ყურსაცმსა და ყურსაცობს შორის

  • ყურსაცობი — ხანგრძლივი ცვლა, ცხელი გარემო, ჩაფხუტისა და ნიღბის თავსებადობა, დაბალი სიხშირის ხმაური.
  • ყურსაცმი — ხშირი შესვლა-გამოსვლა ხმაურიან ზონაში, სველი ან ჭუჭყიანი ხელები, ყურის ინფექციის რისკი, ჩადგმის ხარისხის კონტროლის სირთულე.
  • ორივე ერთად — მხოლოდ ძალიან მაღალი ხმაურის დროს (>110 დბ); ჩახშობა არ ჯამდება, დაახლოებით +5 დბ ემატება.