მიწოდება და დაბრუნება

მიწოდება

  • სტანდარტული მიწოდება თბილისში: მომდევნო სამუშაო დღეს, 10,00 GEL.
  • ექსპრეს მიწოდება თბილისში (Wolt, Glovo და სხვა): შეკვეთის გაფორმებისას რუკაზე მონიშნავთ მისამართს და აირჩევთ კურიერს. თითოეული კურიერი აჩვენებს თავის ფასსა და დროს, და ეს ფასი ემატება შეკვეთას.
  • თბილისის გარეთ: იმავე წესით, რეგიონებში მომუშავე საკურიერო სერვისებიდან აირჩევთ, მათი ფასითა და ვადით.
  • ექსპრეს და რეგიონულ კურიერს ვიძახებთ შეკვეთის გადახდისთანავე.
  • მაღაზიიდან გატანა უფასოა: სიმონ კანდელაკის ქუჩა 8, 0160 თბილისი, საქართველო, ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00. შეკვეთის მზადყოფნისას დაგირეკავთ.
  • შეკვეთის სტატუსს ნახავთ თქვენს ანგარიშში.
  • გთხოვთ, მიწოდების დღეს იყოთ ტელეფონზე ხელმისაწვდომი და მისამართზე. თუ კურიერი მისამართზე მივიდა, მაგრამ შეკვეთა ვერ ჩაგბარდათ თქვენი მიზეზით (არ დახვდით, არ უპასუხეთ ზარებს), მიწოდების საფასური არ ბრუნდება, ხოლო ხელახალი მიწოდება ხელახლა ანაზღაურდება.

დაბრუნება

  • ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ის გამოუყენებელია, ორიგინალ შეფუთვაშია და იარლიყები შენარჩუნებულია.
  • დაბრუნების მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელფოსტით და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი.
  • ნივთი შეგიძლიათ მოიტანოთ მაღაზიაში ან გამოგვიგზავნოთ. თუ უბრალოდ გადაიფიქრეთ, დაბრუნების მიწოდების ხარჯი თქვენ გეკისრებათ.
  • თანხა დაგიბრუნდებათ იმავე გადახდის მეთოდზე, ნივთის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.

ნივთები, რომლებიც გახსნის შემდეგ არ ბრუნდება

  • რესპირატორები და ნიღბები
  • ყურის საცობები
  • პერსონალიზებული ნივთები (ლოგოს ბეჭდვა, ინდივიდუალური შეკვეთა)
  • სამედიცინო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

დაზიანებული ან არასწორი ნივთი

  • თუ ნივთი დაზიანებულია ან სხვა ნივთი მიიღეთ, დაგვიკავშირდით მიღებიდან რაც შეიძლება მალე. გამოვცვლით ან სრულად დაგიბრუნებთ თანხას, მიწოდების ხარჯი კი ჩვენზეა.

კითხვები? +995 593 38 20 37 · info@guardline.ge

მიწოდება და დაბრუნება | Guardline